განათლება
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
კომპეტენციის დადასტურებისთვის, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ისე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

  • პირებს,რომლებიც ფლობენ ბაკალავრის,მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მირებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;

  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის რეგისტრაცია უფასოა, მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.


| Print |