განათლება
,,ევროპის დღეები 2019-ის“ ფარგლებში, საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარდათ (ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის შესახებ ტრენინგი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი და საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ეკატერინე ქარდავა უძღვებოდნენ.

საუბარი ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხო.

შეხვედრა საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა. ასევე, დაგეგმილია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.


| Print |