განათლება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში, სკოლის მშეებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტი უნდა მოამზადოს და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1მლნ. 905 230 ლარია. სატენდერო წინადადების მიღება 29 მაისს დაიწყება და სამ ივნისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოეწყოს 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, საპირფარეშო მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციისა და შშმ პირებისთვის. ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, ფოიე გარდერობით, დერეფანი და რეკრეაციული ზონა.

შენობის საგარანტიო ვადა ერთი წელია.
| Print |