განათლება
ახალციხელმა სტუდენტმა თურქული ნაწარმოების ქართულად თარგმნის კონკურსში გაიმარჯვა

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა დიანა ვედიაკოვმა, მონაწილეობა მიიღო თურქეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,თურქული პროზის ნიმუშების საუკეთესო ქართული თარგმანი“.

 

დარინა თურქული ფილოლოგიის მაინორ პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტიცაა. მან თურქი მწერლისა და პოეტის, ბესთაბი იაზგანის ნოველა ,,ბლებიანი ქოლგა“ ქართულად თარგმნა და პირველი ადგილი დაიკავა.

ინფორმაციას უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

კონკურსში მონაწილეობდა ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი ხაიალა გუსეინოვა, რომელიც თურქული ფილოლოგიის მაინორ პროგრამის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტია. ხაიალამ ქართულად თარგმნა იუსუფ დურსუნის ნაწარმოები ,,მესამე თვალი“ და მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

| Print |