ახალციხის მერიაში, კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებმა იდეების პრეზენტაცია გამართეს.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ახალგაზრდებს ინოვაციური იდეა წარმოედგინათ.
სამ გამარჯვებულ იდეას ჟიური შეარჩევს და თითოეულს 1 000-ლარიანი ბიუჯეტით დააფინანსებს. შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ახალციხის მერიამ ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმეტი შეიმუშავა, რომელიც ახალგაზრდების აქტიურიბას და ჩართულობასაც გულისხმობს.