განათლება
ახალციხის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამართა

 

ახალციხის მერიაში, კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებმა იდეების პრეზენტაცია გამართეს.

კონკურსი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ცხრა ჯგუფმა მიიღო.

კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ახალგაზრდებს ინოვაციური იდეა წარმოედგინათ.

სამ გამარჯვებულ იდეას ჟიური შეარჩევს და თითოეულს 1 000-ლარიანი ბიუჯეტით დააფინანსებს. შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ახალციხის მერიამ ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმეტი შეიმუშავა, რომელიც ახალგაზრდების აქტიურიბას და ჩართულობასაც გულისხმობს.


| Print |