განათლება
მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

 

წითელი ლენტი იაპონიის ელჩმა, სამცხე-ჯავახედთის გუბერნატორმა და World Vision- ის საქართველოს დირექტორმა გაჭრეს.

120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისთვის და მოხის მიმდებარე რვა სოფლის აღსაზრდელს მოემსახურება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

მაღალმთიანი სოფლისთვის ბაღის მშენებლობა იაპონიის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით, „World Vision საქართველომ“ განახორციელა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთში 2008 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში მისი თანადაფინანსებით 13 ბაღი აშენდა.

 


| Print |