განათლება
ახალციხეში პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა (ვიდეო)
პროფესორებმა და დოქტორანტებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხსენებები წაიკითხეს.

კონფერენციაში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი მონაწილეობდა.

,,პროფესორ-მასწავლებლები თავიანთ კვლევებს გვაცნობენ. ეს მოგვცემს საშუალებას, შევამოწმოთ უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარების კონცეფცია, თუ რამდენად სრულდება და რეალურად როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი“ - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

მაკა ბერიძის აზრით, პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციული ხასიათის გახდება.

,, ვფიქრობ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წელს რესპუბლიკური კონფერენციით შევხვდებით„ - აღნიშნავს მაკა ბერიძე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია 1991 წელს ჩატარდა, სადაც პროფესურასთან ერთად დოქტორანტებიც მონაწილეობდნენ.

სამეცნიერო კონფერენციაზე ასევე წარადგინეს 2019 წლის ,,Astronomy & Astrophysics” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის მეოთხე ნომერი. ჟურნალი პირველად 2016 წელს ინგლისურ ენაზე გამოუშვეს. დაინტერესებულ პირებს მისი წაკითხვა მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მხოლოდ ელექტრონულად შეუძლიათ. სამეცნიერო ჟურნალი წელიწადში ერთელ იბეჭდება და ჰარვარდისა და ნასას ბიულეტენებში ქვეყნდება.


| Print |