განათლება
სამცხე-ჯავახეთის 24 სკოლაში სასმელი და სამეურნეო წყალი არ არის - სახალხო დამცველის ანგარიში

 

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს ექვსი რეგიონის საჯარო სკოლებში, წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა შეისწავლა.

 

სპეციალური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სამცხე-ჯავახეთის 168 სკოლიდან, ცენტრალური წყალმომარაგება 115 სკოლას მხოლოდ ეზოში აქვს. 24-ში საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი სასმელი და სამეურნეო წყალი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობას რეკომენდაციებით მიმართავს.

მოხდეს წყლის შეყვანა, გამოვლინდეს ყველა სკოლა, სადაც წყლის ხელმისაწვდომობა და საპირფარეშოების მდგომარეობა დიდი პრობლემაა. ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

 

| Print |