განათლება
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისთვის დღეს, 20 მაისს ბოლო ზარი დაირეკა.

ახალციხის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად, სკოლის ბოლო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

მშობლებისა და პედაგოგების წინაშე სიმღერებით, ცეკვებით, ნომრებითა და მასწავლებელის პაროდიებით წარსდგნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტს 2018-2019 სასწავლო წელს, 500 ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.


| Print |