განათლება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

 

დღეს, 21 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო.

 

ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ და მეორე ეტაპზე.

რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად. ამის შემდეგ, სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. 

რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.


რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

რეგისტრაციას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც გაივლინ, ვინაიდან ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს იწყება.

 

| Print |