განათლება
პირველკლასელების წითელ ყელსახვევებზე განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

 

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების მოხვევას, განათლების სამინისტრო სწავლობს.

 

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

„მოვუწოდებთ სკოლის ყველა დირექტორს და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს“, - ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

შედგა თუ არა კომუნიკაცია სკოლის დირექციასა და სამინისტროს შორის - ამის გარკვევას დირექტორთან შევეცადეთ.

„გაკვეთილზე ვარ და ვერ გიპასუხებთ“, - გვითხრა ინგა ვარდიძემ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს დილიდან არ პასუხობს. 

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში კონცერტი 27 მაისს გაიმართა. პირველკლასელებს თეთრ მაისურებზე
წითელი ყელსახვევები ეკეთათ.

 

| Print |