განათლება
ეროვნულ გამოცდებს პირველ დღეს ახალციხეში 540 აბიტურიენტი აბარებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ელ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში გამოცდას სამცხე-ჯავახეთის აბიტურიენტები აბარებენ. პირველი დღე ორ სესიად ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე 270 კურსდამთავრებულს ელოდნენ, თუმცა აქედან 12 არ გამოცხადდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, გელა ინასარიძის ინფორმაციით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


| Print |