განათლება
525 აბიტურიენტიდან ქართულის გამოცდაზე 18 არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა. ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში 525 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან 12 პირველ სესიაზე, 6 კი მეორე სესიაზე არ გამოცხადდა. მათ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა წელს აღარ შეუძლიათ.

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, ორივე სესიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის ფაქტი.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში გამოცდას სამცხე-ჯავახეთის 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. გამოცდიდან გამოსული ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ საკითხები საშუალო სირთულის იყო.
| Print |