განათლება
ჭაჭარაქის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა

 

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში, სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. უწყებამ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

პირობები და თანხა არ შეცვლილა. შერჩეულმა კომპანიამ ჯერ დეტალური პროექტი უნდა მოამზადოს და შემდეგ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 279 750 ლარია.

გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ოთხი თვე, მშენებლობისთვის კი 10-თვიანი ვადა ექნება. შენობის საგარანტიო ვადა ერთი წელი იქნება.

შენობაში უნდა მოეწყოს:
- რვა საკლასო ოთახი და ერთი კლასლაბორატორია;
- სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
- ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
- საპირფარეშოები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის;
- ბუფეტი
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.
- ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი;
- საინჟინრო შენობა-ნაგებობები.
წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.
| Print |