განათლება
ახალციხეში, ზოგადი უნარების გამოცდაზე 61 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
სამ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდა, ზოგადი უნარების საგანში ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში, დღეს 719 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა პირველ სესიაზე 43, მეორეზე კი 18 ახალგაზრდა არ გამოცხადდა.

ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცენტრთან მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის დახმარება აბიტურიენტებს პირველად დასჭირდათ. ერთ-ერთ კურსდამთავრებულს ნერვიულობის გამო თავის ტკივილი დაეწყო, ექიმებმა გამაყუჩებელი დაალევინეს, რის შემდეგაც აპლიკანტი გამოცდაზე შევიდა.

აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდისთვის სამი საათი ჰქონდათ. აქედან საათნახევარი ვერბალური, საათნახევარი კი მათემატიკური ნაწილისთვის.
| Print |