განათლება
აბიტურიენტებმა ქიმიის, პედაგოგებმა პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს

 

დღეს, 10 ივლისს მასწავლებლების და ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთად ჩატარდა. აბიტურიენტებმა ქიმიის, პედაგოგებმა პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში ამბობენ, რომ გამოცდაზე ქიმიაში რეგისტრირებული 25-ვე აბიტურიენტი მივიდა. რაც შეეხება პედაგოგებს - სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით რეგისტრირებული 436 მასწავლებლიდან გამოცდაზე 105 მათგანი არ გამოცხადდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ბიოლოგიით გაგრძელდება, მასწავლებლები კი ისევ პროფესიულ უნარებს ჩააბარებენ.
| Print |