განათლება
უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

2019 წლის აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდაში გამოცდაზე გასულთა 13%-მდე აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

როგორც გამოცდების ცენტრი ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტების დაახლოებით 87%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა.

,,ჯამურად რომ ვთქვათ სტატისტიკა, აბიტურიენტების 12,9 მეათედმა პროცენტმა ვერ გადალახა ზოგად უნარებში ზღვარი და გამოეთიშა ამ პროცესს, დაახლოებით 87-მა პროცენტმა კი წარმატებით გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მინიმალური ზღვარის გადალახვის სტატისტიკა ვარიანტების მიხედვით ასე გამოიყურება:

I ვარიანტი – 86,27%

II ვარიანტი – 87,66%

III ვარიანტი – 87,75%

IV ვარიანტი – 86,40%.

 

| Print |