განათლება
აბიტურიენტთა 2019 წლის ყველა გამოცდის შედეგი ცნობილია
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები ცნობილია.

აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ საკუთარი შედეგის ნახვა. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგბის გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია.
| Print |