განათლება
ნაზიკო ჯინჭველაძე დამსახურებული პედაგოგობისთვის დაჯილდოვდა (ვიდეო)
მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგს მასწავლებლის დამსახურებული ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოვებული პედაგოგის თქმით, მთელი ცხოვრება იმის მცდელობას შეალია, რომ ბავშვებისთვის მათემატიკური აზროვნება ესწავლებინა.


,,განათლების სამინისტროს მიერ მე-5 სკოლის პედაგოგისთვის გადაცემული ჯილდო, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, ნაზიკო ჯინჭველაძის 46 წლიანი გამოცდილება დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა" - აღნიშნავენ პედაგოგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, დამსახურებული მასწავლებლებისთვის ჯილდო დაწესდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის" მენეჯერის ლალი წიკლაურის განმარტებით, ასეთ პედაგოგებს დიპლომი და ცენტრის ლოგოთი სამკერდე ნიშანი გადაეცემათ იმ დამსახურებისთვის, რაც წლების განმავლობაში მასწავლებელმა იშრომა, თავის საქმეს ემსახურება და სხვა მასწავლებლებისგან გამორჩეული იყო

,,რესურსცენტრებმა დაასახელეს გამორჩეული მასწავლებლები დამსახურებიდან გამომდინარე და ჩვენ დავაჯილდოვეთ ასეთი მასწავლებლები. ყველა მუნიციპალიტეტში თითო პედაგოგი" - აღნიშნავს ლალი წიკლაური. 

მასწავლებლის დამსახურებული ჯილდოს გაცემის ტრადიციას წელს ჩაეყარა საფუძველი.

| Print |