განათლება
ფაკულტეტები, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს
2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია.

პროგრამების სიის ნახვა საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ამ ბმულზეა შესაძლებელი.

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უფასო ფაკულტეტები შემდეგ წელსაც იქნება. მინისტრის განმარტებით, შემდეგ გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარადგენს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დეტალური ინფორმაციისათვის მსურველებმა უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge
| Print |