განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 30 აგვისტოს აბიტურიენტებისათვის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ ნახონ თუ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.

გამოცდის შედეგები დღეს 10:34 საათზე გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს შეეძლებათ შეიტყონ რომელ უნივერსიტეტში ისწავლიან და მიიღეს თუ არა სახელმწიფო გრანტი.

საბოლოო შედეგის სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრით და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

| Print |