განათლება
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქის მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

სტუმრები ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს კვების ბლოკები და ჯგუფებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მეთოდური მასალები და სათამაშოები გადასცეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, ყველა საბავშვო ბაღს მეთოდური მასალები და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გადაეცა, ამასთან, სამზარეულოს პერსონალისთვის სპეციალური უნიფორმები შეიკერა. ახალი სააღმზრდელო წლიდან მრავალფეროვანია კვების რაციონიც, პატარებს ყოველდღიურად განსხვავებული, სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მენიუ ექნებათ.

| Print |