განათლება
ახალციხის სკოლების მოსწავლეებისათვის ვიქტორინა გაიმართა
ინტელექტუალური თამაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიქტორინა სახელწოდებით  ,,ჩემი საქართველო”, რომელშიც მონაწილეობა თემის 23 საჯარო სკოლის მე–9 კლასელმა მიიღო, კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. თითოეულ სკოლას, თითო მოსწავლე ჰყავდა წარმოდგენილი, რომლებმაც ბლიც შეკითხვებს უპასუხეს. საპრიზო ადგილები სოფელ ჭვინთის, ვალის პირველ და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს, გამგეობის წარმომადგენლებმა, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. კულტურის სამსახური ინტელექტუალური თამაშების გამართვას, სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვისაც აპირებს.

ინტელექტუალური თამაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიქტორინა სახელწოდებით  ,,ჩემი საქართველო”, რომელშიც მონაწილეობა თემის 23 საჯარო სკოლის მე–9 კლასელმა მიიღო, კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

თითოეულ სკოლას, თითო მოსწავლე ჰყავდა წარმოდგენილი, რომლებმაც ბლიც შეკითხვებს უპასუხეს. საპრიზო ადგილები სოფელ ჭვინთის, ვალის პირველ და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს, გამგეობის წარმომადგენლებმა, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. კულტურის სამსახური ინტელექტუალური თამაშების გამართვას, სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვისაც აპირებს.


| Print |