წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ახალციხეც შეუერთდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეები მეცნიერსა და მწერალს, ნატო ყრუაშვილს შეხვდნენ.
არაერთი წიგნის ავტორმა მის ნამუშევრებსა და მესხ საზოგადო
მოღვაწეებზე ისაუბრა. მან ბავშვებს ივანე გვარამაძის, მიხეილ
თამარაშვილისა და დეკანოზი სტეფანეს ცხოვრების შესახებ, საინტერესო
ცნობები მიაწოდა. მეექვსე კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ
ნატო ყრუაშვილისთვის, მისი წიგნების შესახებ, კითხვები დაესვათ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის
მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს. აქციის მიზანია, რომ
მოზარდებმა, მეგობრების მიერ ნაჩუქარი წიგნებით, საოჯახო ბიბლიოთეკა
გაამრავალფეროვნონ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2010 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი
კითხვის მოყვარული ესწრება. საქართველოში, ამ დღის აღნიშვნა,
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის
ინიციატივით, წელს დაიწყო.