განათლება
პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება
პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდზე: www.naec.ge ან online.naec.ge.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს, როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

„პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო
“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |