განათლება
ახალციხეში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები დააჯილდოვეს
ახალციხის მერიამ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა.

რეგიონის და თვითმმართველობის პირველი პირები კურსდამთავრებულებს ახალციხის ციხის ციტადელზე შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სახელმწიფო გრანტი 49 აბიტურიენტმა მოიპოვა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ახალცხიის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცეს და წიგნებით დააჯილდოვეს.

| Print |