განათლება
ახალციხეში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
დღეს, 23 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ,,ღია კარის დღე” გაიმართა. შეხვედრას რექტორი მაკა ბერიძე წარუძღვა. მან მოსწავლეებს ყველა ის სპეციალობა გააცნო, რომელზე სწავლაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი.

შეხვედრას ქალაქ ახალციხის, ვალისა და სოფელ ანის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც რ3ექტორს კითხვები დაუსვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო გამოფენა „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება აგრონომიაში“ დაათვალიერეს და მემცენარეობაში ცდები ჩაატარეს.

წარმოდგენილი იყო ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი ჯიშები, შაქრის ჭარხალი, თამბაქო, ღომი, სოიო, ლობიო, კომბოსტო და მარწყვი.

ფესტივალში მონაწილეობდნენ დოქტორნატები შემდეგ თემებზე:
  • თამარ ნარიმანიშვილი - ხორბალი;
  • მზია ლობჯანიძე - სამკურნალო მცენარეები;
  • ბექა თათეშვილი - სოიო;

| Print |