განათლება
ჭაჭარაქის სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა


ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული პირველი, მეორე და მესამე ტენდერი არ შედგა. უწყებამ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა. 

პირველ და მეორედ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო, მესამე ცდაზე მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა - „ამხანაგობა - იმგო და ენსისი“, თუმცა მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

პირობები და თანხა არ შეცვლილა. შერჩეულმა კომპანიამ ჯერ დეტალური პროექტი უნდა მოამზადოს და შემდეგ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 279 750 ლარია.

წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულდება.

გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ოთხი თვე, მშენებლობისთვის კი 10-თვიანი ვადა ექნება. შენობის საგარანტიო ვადა ერთი წელი იქნება.

შენობაში უნდა მოეწყოს:
- რვა საკლასო ოთახი და ერთი კლასლაბორატორია;
- სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
- ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
- საპირფარეშოები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის;
- ბუფეტი
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.
- ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი;
- საინჟინრო შენობა-ნაგებობები.
წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

ნახეთ, როგორ ცხადდებოდა ტენდერები: 
სოფელ ჭაჭარაქში სკოლა აშენდება;
ჭაჭარაქის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა;
ჭაჭარაქის სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა.

| Print |