სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა აკრედიტაციისთვის პროგრამები წარადგინა
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამი პროგრამის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
• ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
• ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა
• ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საბაკალავრო პროგრამა
2019-2020 წელი პირველი სასწავლო წელია, როდესაც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ვეტერეინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საბაკალავრო პროგრამა აირჩიონ.
,,ეს უკანასკნელი გარდამტეხი სიახლეა. მინდა, რაც შეიძლება მეტი იფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას ამ პროგრამის შესახებ. ექსპერტთა ჯგუფს ველოდებით და ყველანაირად ვეცდებით, ამ წელს აბიტურიენტებმა დარეგისტრირება შეძლონ“, - ამბობს რექტორი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 წლიანი აკრედიტაცია უკვე მოიპოვა სამმა მათგანმა.
• დაწყებითი მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამამ;
• ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამამ;
• ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ;
,,უნივერსიტეტის ყველა პროგრამა პერმნანენტულად გადის მონიტორინგს. მას, რომელსაც ვადა გადის, სწორედ ის იგზავნება ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში“, - ამბობს მეცხრე არხთან სასწავლო დარგში რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი.