განათლება
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება
კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრის 09:00 საათიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეშვიდე წელია ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდებს. კემბრიჯის გამოცდებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.

კემბრიჯის გამოცდები ინგლისურ ენაში სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებთან და ის საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.

კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |