განათლება
ადიგენის სოფელ ბოლაჯურში სკოლა აშენდება

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა გადაწყდა. ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

 

წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და 21-ში დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 470 043 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ჯერ პროექტი უნდა მოამზადოს, რომლის საფუძველზეც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის მოსამზადებლად ხუთი, მშენებლობისთვის კი 12 თვეა განსაზღვრული. 

პროეტის მიხედვით, სკოლაში უნდა მოეწყოს: 

- 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
- დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
- სამასწავლებლო;
- სასწავლო ნაწილის ოთახი;
- ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით;
- ექიმის კაბინეტი;
- მანდატურის/დაცვის ოთახი;
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
- კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.

| Print |