განათლება
როგორ მოვახდინოთ ტროლების იდენტიფიცირება - შეხვედრა ახალციხეში (ფოტო/ვიდეო)
დღეს, 17 ოქტომბერს ახალციხის მერიაში დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაციები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის, მედიის განვითარების ფონდისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

შეხვედრას მედიის და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყალბ ინფორმაციებზე უახლესი კვლევები და სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. იმსჯელეს, თუ რა პრობლემებს ქმნის დეზინფორმაცია საქართველოში. ასევე განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორ მოვახდინოთ ტროლების იდენტიფიცირება და ციფრული უსაფრთხოების საბაზისო უნარები. შეხვედრა ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა.
| Print |