განათლება
სოფელ ზარზმაში სკოლა გაიხსნა (ფოტო)
დღეს, 18 ოქტომბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება.

სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც გულისხმობს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზის, სპორტული მოედნის და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, მოეწყო გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

რეაბილიტაციისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყო.
| Print |