განათლება
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი არდადეგები იწყება
ქალაქ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, ორი კვირით დაისვენებენ. არდადეგები 26 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. დამატებითი არდადეგების მიზეზი, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაა, რომლის გამოც საქართველოს 12 საჯარო სკოლაში სწავლა შეწყდება. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. 

“როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება”, – აცხადებენ სამინისტროში.
| Print |