განათლება
ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ (ვიდეო)
დღეს, 7 ნოემბერს, ახალციხის სამუსიკო სკოლაში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლების სამინისტრომ ცხრა კლასის წარჩინებით დასრულებისთვის ლეპტოპები გადასცა, მერიამ წარმატება სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა. მუნიციპალიტეტის 79 მოსწავლეს, წიგნების კრებული გადაეცა. 

მოსწავლეების ნაწილი მაყურებლის წინაშე ლექსებით წარსდგა.

| Print |