განათლება
ახალციხეში წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს (ფოტორეპორტაჟი)
საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. მუნიციპალიტეტიდან საბაზო საფეხური წარმატებით 79-მა მოსწავლემ გადალახა. 

მათ მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მუსიკალურად სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს. ნორჩმა პოეტებმა კი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.


ფოტოებს ფეისბუქ გვერდზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
| Print |