განათლება
განათლების მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დატოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი ბატიაშვილს 2018 წლის ივლისიდან ეკავა.
| Print |