განათლება
„თავისუფლება ჩემი უფლებაა“ - კონკურსი ახალგაზრდებისთვის

 

თუ გიფიქრით რა არის თქვენი, ჩემი, სხვისი, ჩვენი უფლება, რატომ ვიბრძვით ადამიანები მუდმივად თავისუფლებისთვის, მაშინ დროა, შენი მოსაზრებები საზოგადოებას გაუზიარო.

ადამიანის უფლებების და ძალადობის შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე " თავისუფლება ჩემი უფლებაა". მასში მონაწილეობა 14-25 წლამდე ახალგაზრდების შეუძლიათ.

ესე უნდა იყოს მინიმუმ, 700-სიტყვიანი და შეეხებოდეს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს და ძალადობას. გამოვლინდება ორი ყველაზე გამორჩეული ესეს ავტორი. ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. ესეების გაგზავნის ბოლო ვადა ცხრა დეკემბერია.

კონკურსი გამოცხადდა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანასური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

 

| Print |