,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“- ახალციხეში მოსწავლეებისათვის შეხვედრა გაიმართა
19:19 / 22.12.2015
,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“– ასე ერქვა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც
მოზარდმა თაობამ ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ენერგიის მოხმარება და დაზოგვა, განახლებადი და არაგანახლებადი
ენერგიის ფორმები, კლიმატის ცვლილებები და მისი კავშირი ენერგიის
მოხმარებასთან, მსოფლიო ძალისხმევა და საქართველოს რეალობა – ამ
თემებზე მე–6 სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის
წარმომადგენელი ნანა ზუბაშვილი ესაუბრა. შეხვდრის მიზანს
მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება წარმოადგენდა. იგი
„სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციისა“ და ახალციხის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი
ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მოსწავლეების შემდეგ სემინარის
გამართვა სამომავლოდ სტუდენტებისთვისაც იგეგმება.
,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“– ასე ერქვა შეხვედრას, რომლის
ფარგლებშიც მოზარდმა თაობამ ენერგოეფექტურობის შესახებ
ინფორმაცია მიიღო. ენერგიის მოხმარება და დაზოგვა, განახლებადი
და არაგანახლებადი ენერგიის ფორმები, კლიმატის ცვლილებები და მისი
კავშირი ენერგიის მოხმარებასთან, მსოფლიო ძალისხმევა და საქართველოს
რეალობა – ამ თემებზე მე–6 სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი
ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა ზუბაშვილი ესაუბრა.
შეხვდრის მიზანს მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება
წარმოადგენდა. იგი „სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციისა“ და
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით
განხორციელდა. პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მოსწავლეების
შემდეგ სემინარის გამართვა სამომავლოდ სტუდენტებისთვისაც
იგეგმება.