განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა, მარიამ სუდაძემ და დონარ ლონდარიძემ, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვეს.

თავდაპირველად, კონკურსისთვის ექვსი რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 30 სტუდენტი შეირჩა, რომლებმაც დაწერეს ესე "ნატო - საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა". 

ესეების კონკურსის 12 გამარჯვებული მარტის ბოლოს პოლონეთში გაემგზავრება.
| Print |