განათლება
ჟვანიას სკოლამ ახალციხეში „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხეში, მერიის შენობაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილე პაატა კლდიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სერტიფიკატები „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ 19 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის A2 დონის სასწავლო კურსი გაიარეს. სასწავლო პროცესი ქალაქ ახალციხეში დაკომპლექტებულ ორ ჯგუფში მიმდინარეობდა.
| Print |