განათლება
ახალციხის სკოლებს დეზინფექცია უტარდებათ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხის მეხუთე სკოლის შენობას - საკლასო ოთახებს, საპირფარეშოებს და დერეფნებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ. დეზინფექცია უტარდება ყველა ნივთს, რომელსაც შესაძლოა, მოსწავლე შეეხოს.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სადეზინფექციო ხსნარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიძინეს და ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ექთანი განმარტავს, რომ სეზონური ვირუსების გავრცელების რისკის გაზრდის გამო, დერეფნებს სადეზინფექციო ხსნარით ყოველ პარასკევს ასუფთავებენ.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას სამი კორპუსი აქვს. ის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტინგენტიანია. აქ 1 472 მოსწავლე ირიცხება.

| Print |