განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში დეზინფექცია ჩატარდა

 

სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე კორპუსში, კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დეზინფექცია ტარდება. სამუშაოებს შპს „სადიზენფექციო სამსახური ჯავახეთი“ ახორციელებს.

სამუშაოები უნივერსაიტეტის პირველი და მეორე კორპუსიდან დაიწყო. კომპანია ორ სადეზინფექციო საშუალებას იყენებს, რომლებიც ეფექტურია არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსულ-ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ.

„შპს სადეზინფექციო სამსახურსა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადეზინფექციო სამუშაოები უნივერსიტეტის სამივე კორპუსში უნდა ჩატარდეს.

სამუშაოები დღეს, ხუთ მარტს ახალციხეში ჩატარდა, ექვს მარტს კი დეზინფექცია ახალქალაქის კორპუსსა და საერთო საცხოვრებელს გაუკეთდება.

სწავლა უნივერსიტეტში 17 მარტიდან განახლდება.

 


| Print |