ხუთმა ახალგაზრდა ფოტომოყვარულმა, საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნო. ფოტო–ტურმა, რომელიც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდა, მოსწავლეებს საშუალება მისცა ფოტოები საკუთარი სურვილისამებრ გადაეღოთ. თავიანთი შემოქმედების პრეზენტაცია მათ ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოაწყვეს. ახალგაზრდებმა, ახალქალაქში თითქმის ყველა ტბა მოინახულეს და ისინი ფოტოხელოვნების გარდა, ლაშრობის წესებსაც გაეცნენ.
მონაწილეებმა სკოლის მოსწავლეებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს და მათ ფოტოკონკურსში, სახელწოდებით „ფოტოსინთეზი“, ჩართვა ურჩიეს, რომელსაც არასამთვარობო ორგანიზაცია „სენი“ ახორციელებს. დღევანდელი შეხვედრა “სენის” ერთ–ერთი პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა“, ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. პროექტის მიზანს ფლორისა და ფაუნის დაცვის კუთხით ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს