განათლება
დისტანციური სწავლება შეიძლება სექტემბრიდანაც გაგრძელდეს
2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრის დისტანციურად წარმართვას პედაგოგები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ მოდელმა არ გაამართლა და საჭიროა, რომ სკოლებმა გეგმა ინდივიდუალურად შეიმუშაონ.

სკოლის დირექტორები აცხადებენ, რომ სკოლებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად ეფექტიანია დისტანციური სწავლება და ამიტომაც ამ საკითხზე მათი აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს.

განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს. როგორც გამოცემა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა, კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.
| Print |