განათლება
სტუდენტებს სწავლის გადასახადის ბოლო ვადა 11 სექტემბრამდე გადაუვადეს

 

პანდემიის პერიოდში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სხვა სასწავლებლების მსგავსად, სტუდენტებს გადასახადი 11 სექტემბრამდე გადაუვადა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფასიანი ორი სპეციალობაა. ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტზე 179 სტუდენტი სწავლობს, აქედან მეორე სემესტრის საფასური 72 პირს ამ დრომდე არ დაუფარავს.

11 სექტემბერის შემდეგ სტუდენტს სტატუსი შეუწყდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტი გადასახადს ვერ გადაიხდის, პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, განცხადების დაწერის შემთხვევაში, სწავლის საფასური ეტაპობრივად დაფარონ.

 


| Print |