განათლება
ახალციხეში, ისტორიის გამოცდაზე 21 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტებმა დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის საგანში ჩააბარეს. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა.

სესიის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი იყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 187 აპლიკანტიდან 21 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის თქმით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიაში დღეს დასრულდა. ხვალ, 14 ივნისს აპლიკანტები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ.

| Print |