განათლება
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებითაა დადგენილი.

საერთო სამაგისტრო გამოცდებს ახალციხეში 158 მაგისტრობის მსურველი  N1 საჯარო სკოლებში აბარებს.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისადაა აღჭურვილი.
| Print |