განათლება
მათემატიკისა და სახვითი ხელოვნების გამოცდების შედეგები ცნობილია
დღეს, 3 აგვისტოს აბიტურიენტებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე მათემატიკის გამოცდების პირველადი შედეგებს ნახვა შეეძლებათ.აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის ნახვა შეეძლებათ ვებ-გვერდზე online.naec.ge, რისთვისაც მათ სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული მისი ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

გარდა ამისა, აბიტურიენტებს შედეგის გაგება შეეძლებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე - 9 33 33 . მომსახურების საფასური 50 თეთრია.
| Print |